პერუში ფრანგული ნავთობკომპანიის „პერენკოს" კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადეს რომ ვერტმფრენს პერუს მოქალაქეები ამაზონიდან გადაჰყავდა. ავარიის შედეგად, ბორტზე მყოფი 13-ივე ადამიანი დაიღუპა. თუმცა დაღუპულთა ზუსტი ვინაობა ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.
შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი პოლიცია მუშაობს, მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების ძიება, ამ დრომდე ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია.