ერევანში კარენ დემირჩიანის სახელობის საკონცერტო კომპლექსში, სომხეთის მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ინაუგურაცია გაიმართა.
სომხეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას 2 ათასი მიწვეული სტუმარი, მათ შორის საქართველოს დელეგაციაც დაესწრო.
ცერემონიის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ერაბლურის პანთეონში სტუმრობა, სადაც ყოფილ პრემირ-მინისტრ ვაზგენ სარქისიანისა და სხვა ეროვნული გმირების საფლავებს გვირგვინით შეამკობენ.
ამის შემდეგ ახლად არჩეული სომხეთის პრეზიდენტი რეზიდენციაში დაბრუნდება, სადაც სამხედრო აღლუმს ჩაიბარებს.