საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მალიში მყოფი 4 ათასი სამხედრო ქვეყანას ეტაპობრივად დატოვებს. პირველ ჯერზე მალის 100 სამხედრო დატოვებს, რომლებიც კვირპოსის კუნძულ პათოსის გავლით სამშობლოში დაბრუნდებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრნობით „ბიბისი" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით ივლისისთვის მალიში ფრანგი ჯარისკაცების რაოდენობა 2 ათასამდე შემცირდება, ხოლო წლის ბოლოსთვის კი მხოლოდ ათასს შეადგენს.
საფრანგეთმა მალიში ჯარი მიმდინარე წლის იანვარში განათავსა. ისინი ქვეყნის ხელისუფლებას ისლამისტი ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან.