ამერიკელ ყოფილ სამხედროს, 30 წლის ერიკ ხარუნს ტეორირსტულ დაჯგუფება „ალ-ნუსრას" წევრობას ედავებიან.
გავრცელებული ინფორმაციით იგი სირიაში „ალ-ნუსრას" მხარეზე იბრძოდა, რომელიც ამერიკაში „ალ-ქაიდასთან" კავშირების გამო, ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული.
გამოძიების ფარგლებთი თუ დადგინდა, რომ ერიკ ხარუნის ქმედებამ რომელიმე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, მას სიკვდილით დასჯიან. „ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები ქვეყანაში სამთავრობო ძალების წინააღმნდეგ იბრძვიან.