ხვალ, 10 აპრილს, მიწის ბაზრის არსებული მდგომარეობის პრეზენტაცია გაიმარტება. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 10 აპრილს, 12 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ანგარიშის „მიწის ბაზრის არსებული მდგომარეობა" პრეზენტაცია გაიმართება. შეხვედრაზე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტები მიწის რეფორმის დასრულების საკუთარ ხედვას წარმოადგენენ. პრეზენტაციას დაესწრებიან ექსპერტები, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები. გაიმართება დისკუსია.
ანგარიშში „მიწის ბაზრის არსებული მდგომარეობა" გაანალიზებულია საქართველოში დამოუკიდებლობის მიღწევიდან დღემდე განხორციელებული მიწის ბაზრის რეფორმები და მათი შედეგები.
მასალის გამოყენების პირობები