ფინანსთა მინისტრი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, 10 აპრილს ნოდარ ხადური გასვლით შეხვედრაზე, ბორჯომში არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, შეხვედრაზე არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
14:00 საათზე დაგეგმილია ბორჯომის N1 ჩამომსხმელი ქარხნის დათვალიერება, 14:45 საათზე - „ბორჯომის" მინერალური წყლის ჭაბურღილი N41-ის დათვალიერება, ხოლო ბორჯომის N2 ჩამომსხმელი ქარხნის დათვალიერება.