"PSP"-ს ფარმაცევტული საწარმო "ჯი-ემ-პი" ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელიც აღიარებულია ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ევროპელი ექსპერტების მიერ. ამის დასტურია გერმანული და ბრიტანული სალიცენზიო ორგანოების მიერ მინიჭებული წარმოების საერთაშორისო სტანდარტისა (GMP - Good Manufacturing Practice) და ხარისხის მართვის სტანდარტის (ISO) სერთიფიკატები.
GMP - დასავლური სტანდარტების შესაბამისი საწარმო, სადაც საქართველოში პირველად დაინერგა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა. ფარმაცევტული წარმოების სტანდარტის მიხედვით მედიკამენტების წარმოების სრულ ტექნოლოგიურ პროცესის განხორციელება უზრუნველყოფს გარანტირებული ხარისხის მედიაკმენტების წარმოებას.
დღეისათვის "ჯი-ემ-პი" აწარმოებს 150-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს და ყოველწლიურად ამატებს ახალ პრეპარატებს მსოფლიო მედიცინის მიღწევების კვალდაკვალ, მხოლოდ 2009 წელს 11 ახალი თაობის პრეპარატი დანერგა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ამასთან, "ჯი-ემ-პი" 2007 წლიდან ახაორციელებს მედიკამენტების ექსპორტს შუა აზიაში, 2008-09 წლებში ექსპორტირება უკვე დსთ-ს რამდენიმე ქვეყანაში წარმოებს;
ექსპორტის მოცულობამ 2009 წლის განმავლობაში 3 500 000$ შეადგინა; თუმცა 2010 წლის მხოლოდ იანვრის მონაცემებით საწარმოს ექსპორტზე გადატვირტული მედიკამენტების ღირებულება ნახევარ მლნ აშშ დოლარს აღემატება და 590 000$ შეადგინა, რაც იმის დასტურია, რომ "ჯი-ემ-პი"-ს მიერ 2010 წლის ექპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და სავარაუდოდ წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტი იქნება;
,,ჯი-ემ-პი~-ს მიერ წარმოებული პრეპარატები ფართოდ გამოიყენება ქართველი ექიმებისა და მოსახლეობის მიერ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიო ბაზარზე ქართული ფარმაკოლოგიური პრეპარატების იმიჯი დღითიდღე იზრდება და ქართული წამალი მაღალ ხარისხთან ასოცირდება; ექსპორტზე მედიკამენტების გატანით "ჯი-ემ-პი"-ს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.