აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წევრი ადრიან კარატნიცკი აცხადებს, რომ იანუკოვიჩისა და ტიმოშენკოს მცირე სხვაობის გამო რეგიონების პარტიის ლიდერი იძულებული იქნება "შიდამრავალვექტორიული" კურსი შეინარჩუნოს და "ნაშა უკრაინას" ნაწილთან დაამყაროს თანამშრომლობა.
საგარეო პოლიტიკაში კი რუსეთთან მკვეთს დაახლოებას არ ელის.
"ვერ ვხედავ ამ ტენდენციებს არც სავარაუდო საკადრო დანიშვნებში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებზე საუბრისას კი აცხადებენ, რომ დარჩება ან პეტრ პოროშენკო ან მის ადგილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტროს პოსტრზე კონსტანტინე გრიცენკო დაიკავებს _ ეს ორივენი კი ის ადამიანები არიან. რომლებსაც აქვთ საკმაოდ აწონილი პოლიტიკა როგორც უკრაინის ადგილთან დაკავშირებით ევროპაში. ისე მის რუსეთთან ურთირთობაში", _ განაცხადა კარატნიცკიმ.
მისი თქმით, შესაძლებელია იანუკოვიჩის განხილვა პრორუსულ კანდიდატად ან პრორუსულ პოლიტიკოსად. "თუმცა იგი 5 წლის განმავლობაში შეიცვალა და მდგომარეობაც შეიცვალა მის ირგვლივ. არა მგონია, საქმე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე მივიდეს", _ აცხადებს აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წევრი.