ევროსაბჭოს ყოფილი მომხსენებელი უკრაინის საკითხებში ჰანნა სევერინსევი საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვების შესაძლებლობაზე განაცხადა მხოლოდ ერთი სიტყვა: "ტრაგედია", თუმცა იქვე დასძინა, რომ ევროპა იანუკოვიჩთან იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
"ვფიქრობ, ევროსაბჭომ უნდა სცადოს თანამშრომლობა და უკრაინის დასავლეთთან მიახლოება. დარწმუნებული ვარ, უკრაინელ ხალხს სწორედ ევროკავშირი უნდა", _ აცხადებს სევერინსევი.
მისი თქმით, ამ არჩევნებზე მრავალი "ნარინჯისფერი" კანდიდატი იყო. იუშჩენკო ყოველთვის ებრძოლა პრემიერ ტიმოშენკოს, "თუმცა დარწმუნებული ვარ, უკრაინელთა უმრავლესობას მაინც დასავლეთთან სურს ყოფნა".