ბაჩანა ახალაია არ აპრებს საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს. შიგანა საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატების განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, გასაჩივრდეს სტრასბურგში, თუმცა ამ ეტაპზე ახალაია ამაზე უარს ამბობს.
"სააპელაციო სასამართლოს მირ განხილული საჩივარი შესაძლებელია გასაჩივრდეს ევროპის სასამართლოში. ბაჩანა ახალაიასთან ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი. მან განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არ სურს შეიტანოს საჩივარი. თუმცა კონსულტაციებს ჯერ კიდევ გავდივართ", - განაცხადა ახალაიას ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა.