ბაჩანა ახალაიას და გიორგი კალანდაძეს ბრალი, შესაძლოა, კიდევ დაუმძიმდეს. ამის შესახებ მთავარმა პრკოურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურაში 2000-ზე მეტი განცხადებაა შესული და მათი გაცნობის შემდეგ არ არის გამორიცხული ახალი ეპიზოდები გაჩნდეს. კბილაშვილის განცხადებით, მასალების გაცნობის შემდე სისხლის სამართლის საქმე სხვა მაღალჩინოსების წინააღმდეგაც აღიძრას.
"არის ბევრი განცხადება, რომელსაც პროკურატურა სწავლობს და გამორიცხული არაფერია, რომ სხვა ეპიზოდიც გამოვლინდეს ბ-ნ კალანდაძესთან მიმართებაში. რაც შეეხება ახალაიასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში ახალ ეპიზოდებს გავიგებთ. განცხადებების შესწავლისას, ალბათობის იმისა, რომ ახალი ეპიზოდები უახლოეს დღეებში იქნას გამოვლენილი არის ძალიან დიდი", - განაცხადა კბილაშვილმა.