უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტ-პოლების მიხედვით, რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი 4 %-ით უსწრებს პრემიერ-მინისტრს იულიამ ტიმოშენკოს.
ტიმოშენკომ მკვეთრად შეამცირა პირველი ტურში დაფიქსირებული 10%-იანი სხვაობა და ახლა მას ამომრჩევლების 45% უჭერს მხარს, იანუკოვიჩს კი 49%.
როგორც ექსპერტები აცხადებენ შესაძლოა აღნიშნული სხვაობა კიდევ უფრო შემცირდეს. ამ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს.
ეგზიტ-პოლების მიხედვით ყველაზე მეტისხაობა ხმებში იანუკოვიჩის სასარგებლოდ ყირიმში დაფიქსირდა, სადაც იანუკოვიშს მხარი ამომრჩევლების 80%-მა დაუჭირა, ხოლო ტიმოშენკოს 14%-მა.
კიევში კი ტიმოშენკოს მხარი დაუჭირა 66%-მა იანუკოვიჩს კი 27%-მა.