ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ "ქართული ოცნების" აქტივისტები - გოდერძი შონია და გიზო ცაცუა - დარბაზიდან გაათავისუფლა.
კოალიცია „ქართული ოცნების" ფოთის აქტივისტები გოდერძი შონია და გიზო ცაცუა 22 სექტემბერს ფოთში, ახალ რაიონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააპატიმერს.
ახალ რაიონში, ქართული ოცნების მხარდამჭერები ემზადებოდნენ აქციაზე წასასვლელად, რა დროსაც მათთან მივიდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი თემურ კარბაია, რომელმაც მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ კოალიცია „ ქართული ოცნების"‘ აქტივისტმა გიზო ცაცუამ აღნიშნული პიროვნება გაიყვანა გვერდით და მოუწოდა დამშვიდებისაკენ. ინციდენტი ამით აღმოიფხვრა.
23 სექტემბერს, შემთხვევის ადგილზე მყოფ ორ პიროვნებას, „ქართული ოცნების" აქტივისტებს: გიზო ცაცუას და გოდერძი შონიას მიაკითხეს სახლში პოლიციელებმა და დაიბარეს დაკითხვაზე.
ფოთის სასამართლომ გოდერძი შონია და გიზო ჩაჩუა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მათ 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კოალიცია „ქართული ოცნების" ადვოკატებმა შონიას და ცაცუას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, როგორც უკანონო გადაწყვეტილება და მისი გაუქმება მოითხოვეს.