საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობდა 16 სუბიექტი,მათ შორის 14 პოლიტიკურ პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი:
1 - პ/გ "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო"
4- "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"
5 - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს"
9 - "სამართლიანი საქართველოსთვის"
10 - "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება"("ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "საქართველოს ევროპელი დემოკრატები")
17 - "სახალხო მოძრაობა"
19 - "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა"
23 - პ/გ "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი"
24 - პ/გ "ახალი მემარჯვენეები"
26 - "სახალხო პარტია"
30 - "მერაბ კოსტავას საზოგადოება"
35 - "მომავალი საქართველო"
36 - "საქართველოს მშრომელთა საბჭო"
38 - "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"
39 - "საქართველოს სპორტსმენთა კავშირი"
41 - "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"(პ/გ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საქართველოს კონსერვატიული პარტია, პ/მ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", პ/გ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", პ/გ "ეროვნული ფორუმი").
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყო. 20:00 საათზე კენჭისყრა დასრულდა და უბნები დაიხურა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქი, 3 668 ჩვეულებრივი და 71 გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბანი მოქმედებს. 45 უბანი გაიხსნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.