,,ჩვენი ხელისუფლება ლოპოტის ხეობაში დაწყებული სპეცოპერაციის პირველი დღიდან უტიფრად ტყუოდა", _ აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა თელავში განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ადამიანების სიცოცხლე არ ადარდებს.
,,ამ ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლე, რომ არაფერია კარგად ვნახეთ ლოპოტას ხეობის სოფელ ლაფანყურში დატრიალებული ტრაგედიის დროს. იქ ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ. იქ დაიღუპნენ საქართველოს მოქალაქე ქისტები და ჩრდილო კავკასიელები. Eეს არ არის ქართული ოცნება. ასეთი ქართული ოცნება არ შეიძლება იყოს. ამ უბედურებამ გლოვა და მწუხარება მოუტანა ქართველ და არა მარტო ქართველ დედებს. ჩვენ სინამდვილეში რა მოხდა არ ვიცით და ამიტომ პოლიტიკური შეფასების გაკეთებას არ ვაპირებთ. ის რაც ნამდვილად ვიცით ის არის, რომ მომხდარს ადამიანები, ახალგაზრდები შეეწირნენ. ნუთუ არ შეიძლებოდა ამ უბედურების მსხვერპლის გარეშე დამთავრება", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ლოპოტის ხეობაში დაწყებული სპეცოპერაციის პირველი დღიდან უტიფრად ტყუოდა.
,,დანამდვილებით კიდევ ის ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება ლოპოტის ხეობაში დაწყებული სპეცოპერაციის პირველი დღიდან უტიფრად ტყუოდა, როცა გვეუბნებოდა, რომ იქ რუსეთიდან გადმოსულ დივერსანტთა რაზმს ებრძოდა. როგორც კი აღმოჩნდა, რომ ეს ჯგუფი რუსეთიდან შემოსული არ იყო, იმის მტკიცება დაგვიწყეს, რომ შეირაღებული რაზმის არც ერთი წევრი საქართველოს მოქალაქე არ იყო. ჟურნალისტების წყალობით, გავიგეთ რომ დაღუპულთათვის პანკისის ხეობის სოფლებში საფლავები გაითხარა, ოჯახები კი დაღუპულ შვილებს გლოვობდნენ. გავიგეთ ისიც, რომ ხელისუფლება ოჯახებს ცხედრებს არ აძლევდა. Qქისტებს ცხედრებით ევაჭრებოდა", _ განაცხადა ივანიშვილმა და მოსახლეობას აღნიშნული საქმის გამოძიებას დაჰპირდა.
"მინდა, ჩვენმა ქისტებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა დაღუპულების ნათესავებმა და ახლობლებმა იცოდნენ, რომ ამ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ. ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით, დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება", _ განაცხადა ივანიშვილმა.