გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდიდან გახდება შესაძლებელი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და რა საბუთების წარდგენა დასჭირდება ამისთვის აპლიკანტს. მათი განცხადებით, შესაბამისი ინფორმაცია უახლოეს მომავალში განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge).
ყველა აპლიკანტს, რომელსაც აპელაციის შედეგად შეეცვალა ქულა, შუძლია გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოს. გამოცდების ეროვნულ ცენტრში განცხადებების მიღების კონკრეტული თარიღი სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.