სამეგრელოს სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩხოროწყუს რაიონში მცხოვრები ედემ კვარაცხელია დააკავეს.
კვარაცხელია ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფელ ნაფიჩხოლოში იმყოფებოდა. შეხვედრას "სამეგრელოს მედიაორგანიზაციის" ჟურნალისტები აშუქებდნენ. კვარაცხელიამ ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ვიდეოკამერა დაუზიანა.
კვარაცხელიას ბრალი ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) წაუყენეს. სასამართლომ მას 35-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.