საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე საათში ბორჯომში ელოდებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქვეყნის პირველი პირი პედაგოგებს შეხვდება და განათლების სისტემაში წელს დაგეგმილ რეფორმებს პირადად გააცნობს.
მიხეილ სააკაშვილისა და ბორჯომელი მასწავლებლების შეხვედრა ადგილობრივი გამგეობის შენობაში გაიმართება. პრეზიდენტი იქ 13:00 საათისთვის მივა.