უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე სამშობლოში ჩამოასვენეს.
კახა თილიძე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ქუჩის ბრძოლებისას დაიღუპა.
კახა თილიძე პროფესიონალი სამხედრო იყო, ის საქართველოს ძალოვან უწყებაში 11 წელი მსახურობდა, მონაწილეობდა 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომშიც, წრთვნიდა და ამზადებდა უკრაინელ ოფიცრებს. ბოლოს უცხოელებით დაკომპლექტებულ უკრაინულ დანაყოფში ირიცხებოდა.
უკრაინაში საბრძოლველად წასვლამდე, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.
2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.