მარკ ცუკემბერგი Facebook-ის თანამშრომლებისთვის ელიტურ ქალაქს ააშენებს. ქალაქს, სადაც მხოლოდ Facebook-ის თანამშრომლები იცხოვრებენ, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ცუკემბერგი. ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყობა, სოციალური ქსელის თანამშრომელთა გუნდის ყველა საჭიროებას დააკმაყოფილებს.
Facebook-ის მთავარ ოფისში, რომელიც 2011 წლიდან კალიფორნიის ქალაქ მენლო-პარკში 22 ჰექტარზეა გათავსებული, მუდმივად მუშაობს 2000-მდე თანამშრომელი. თუმცა კამპუსის კომფორტული სახლები 9000-მდე თანამშრომელს იტევს. პერსონალის ასეთმა რაოდენობამ აიძულა ცუკემბერგი, საკუთარი ქალაქის ინფრასტრუქტურის შექმნაზე ეფიქრა. ქალაქი დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ვინც უკვე Facebook-ს ცხოვრებაში ჩაება, აგრეთვე, მათსაც, ვისაც ჯერ კიდევ ეს სამყარო წინ აქვს.