24-31 აგვისტოს, ევროპის სახლში ნანტი-ზაარბრუკენი-თბილისის სამმხრივი დაძმობილებისა და კულტურული თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ერთობლივი ფოტო-ვორქშოფი გაიმართება.
ფოტო-ვორქშოფში მონაწილეობას მიიღებენ ფოტოხელოვანები: ჟან ფელიქს ფაიოლი - ნანტი (საფრანგეთი), ანდრე მაილენდერი - ზაარბრუკენი (გერმანია), გურამ წიბახაშვილი - თბილისი (საქართველო), ასევე 15 ახალგაზრდა ფოტოგრაფი სამივე ქვეყნიდან.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ხელოვანების დაახლოებას ევროპის შეცნობისა და ურთიერთშემოქმედების აღმოჩენის, კულტურათა შორის დიალოგის გზით.