19 აგვისტოს ნანტის სკვერში (ყაზბეგის გამზირზე) ჯგუფი "დიაბოლო" კონცერტს გამართავს.
ჯგუფი "დიაბლო" 20 წელზე მეტია, რაც არსებობს და ასრულებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ტრადიციულ მუსიკას. ჯგუფს ჩაწერილი აქვს სამი მუსიკალური დისკი და ამ დროისთვის მუშაობენ მეოთხე დისკზე, სადაც შევა ქართული მუსიკალური პოლიფონია.
მუსიკალური ჯგუფი დიაბლო ქ. ნანტიდან თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ეწვევა.