ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი ახალქალაქში ჩავიდა და წიწიბურას ყანები დაათვალიერა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ასეთი მასშტაბით წიწიბურას სახეობა პირველად დაითესა, ის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, 130 ჰექტარზე დატესილი. წიწიბურას ყანები აეროდრომის ტერიტორიაზე გაშენებული, სადაც წლების განმავლობაში რუსული სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული.
მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოში წიწიბურას მოხმარება თვეში 30 ტონას შეადგენს და ამ კულტურის მოსავლიანობის გაზრდით საბოლოოდ იმპორტის ჩანაცვლება მოხდება. საცდელი მეურნეობიდან მიღებული დაახლოებით 130 ტონა სათესლე მასალა ადგილობრივ ფერმერებზე გადანაწილდება და გაზაფხულიდან ეს კულტურა უფრო დიდ ტერიტორიაზე დაითესება.
მასალის გამოყენების პირობები