2011 წლის მონაცემებით, იტალიაში 9 ათასი რესტორანი დაიხურა. პროფგაერთიანების ინფორმაციით, 2011 წელს იტალიაში 30 ათასამდე საწარმო გაკოტრების პირას მივიდა.
2011 წელი საკმაოდ ნეგატიური აღმოჩნდა ტურიზმისთვის და მომსახურების სფეროსთვის. ამ სეგმენტებიდან ბაზრიდან გაქრა 13 ათასი კომპანია, საიდანაც 9 ათასი რესტორანი იყო. ასევე ცნობილია, რომ ტრანსპორტის სფეროში 8 ათასი კომპანია გაკოტრდა.
კრიზისმა საკმაოდ დააზარალა ახალგაზრდა ბიზნესმენებიც. ერთი წლის განმავლობაში 23 ათასი კომპანია გაკოტრდა, რომელსაც ახალგაზრდა მმართველი და მფლობელი ჰყავდა. ყველაზე მეტად კი ის ახალგაზრდა ბიზნესმენები დაზარალდნენ, რომლებიც სალომბარდო ბიზნესებს ფლობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები