2012 წლის იანვარი-ივლისის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5761 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1352 მლნ. აშშ დოლარი იყო (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 4409 მლნ. აშშ დოლარი (19 პროცენტით მეტი). "საქსტატის" ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-ივლისში 3057 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები