Fly Georgia-ს თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-ბათუმის რეისს ასრულებდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომას ვერ ახერხებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანიის ბორტი მგზავრებითაა სავსე და თვითმფრინავის აეროპორტში დაჯდომა ვერ ხერხდება. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 1 საათის წინ გაფრინდა და ბათუმში მაქსიმუმ 35 წუთში უნდა ჩასულიყო.
არაოფიციალური ინფორმაციით, Fly Georgia-ს თვითმფრინავი დაჯდომას აეროპორტში უამინდობის გამო ვერ ახერხებს. თუმცა, ამ დროისათვის ბათუმში კარგი ამინდია და ბათუმის აეროპორტიდან ყველა რეისი შესრულდა.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ ბათუმი-თბილისის რეისის შესრულება 3 აგვისტოდან დაიწყო. წლის ბოლომდე კი "ფლაი ჯორჯიას" ფრენის განრიგში შევა მინსკი, კიევი, ამსტერდამი და სხვა დამატებითი მიმართულებები.
"ფლაი ჯორჯია" რეისებს ახალი ტიპის "აირბასის" თვითმფრინავით ასრულებს.