ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით წარმოდგენილი კომპანია "ტექნო ბუმი" ცხელი ზაფხულის სეზონზე კიდევ ერთი გრილი შეთავაზებით გამოდის და კონდიციონერებზე სპეციალურ აქციას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში მსოფლიო ბრენდის-„ვირპულის" კონდიციონერის შეძენისას ყველა მომხმარებელი საჩუქრად „ფილიპსის" უთოს მიიღებს. "ტექნო ბუმში აცხადებენ, რომ აქციის ვადები განსაზღვრული არ არის და ის პროდუქციის მარაგის ამოწურვამდე გაგრძელდება.
როგორც მენეჯმენტში განმარტავენ, კომპანია მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კეთილდღეობაზე და მსგავსი შეთავაზებები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
გარდა ამისა, ამ დროისთვის "ტექნო ბუმის" მაღაზიათა ქსელში კონდიციონერებთან ერთად, სხვა დასახელების ტექნიკა, როგორიცაა: მაცივრები, კონდიციონერები, ვენტილატორები და სხვა, ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მაღაზიებში იყიდება.
კომპანია "ტექნო ბუმი" ბაზარზე 2 წელია მოქმედებს და თბილისის გარდა, გორში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი.