15 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 23 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.410 პროცენტით, მაქსიმალური 6.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.457 პროცენტით განისაზღვრა.