18-19 აგვისტოს,ბათუმში კომპანია „თეგეტა მოტორსი" იაპონურ კომპანია BRIDGESTONE-თან ერთად უკვე მერვედ აწყობს ყოველწლიურ შეჯიბრს ავტორბოლაში "Bridgestone Black Sea Cup".
2012 წლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" ღონისძიებას დაეთმობა 2 დღე - 18, 19 აგვისტო. პირველ დღეს გაიმართება შეჯიბრი (წყვილთა რბოლა) წარმატებულ მოყვარულ მრბოლელებსა და პროფესიონალებს შორის, ხოლო მეორე დღე დაეთმობა მედიის წარმომადგენლების რბოლას.
სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოდიან „ბრიჯსტოუნის" წარმომადგენლები იაპონიიდან, კომპანიის სტუმრები და სხვა ოფიციალური პირები. აღნიშნული შეჯიბრი ჩატარდება საქართველოს საავტომობილო ფედერაციი (FIA-ს ოფიციალური წევრი) ორგანიზებით, ბათუმის ტურიზმის სააგენტოსა და ბათუმის მერიის პატრონაჟით.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ბათუმის კარიბჭესთან".
I ადგილის მფლობელს გადაეცემა „თეგეტა მოტორსის" 500 ლარიანი ვაუჩერი
II ადგილის მფლობელს 300 ლარიანი ვაუჩერი
III ადგილის მფლობელს კი 100 ლარიანი ვაუჩერი.
ასევე მობილური ტელეფონები ბილაინისგან და სხვადასხვა საჩუქრები „თეგეტა მოტორსისგან".