ბათუმის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ წევრი ნაზი ქობულაძე დღეს ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ქობულაძე მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა. „ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ მოსახლეობისთვის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამა გაგვეცნო. ყველა ის პრობლემა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილად აწუხებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მშობლები არ არიან დასაქმებულნი იმისათვის, რომ შვილებს მისცენ შესაბამისი განათლება და პენსიონერები არ არიან დაფასებულები სათანადოდ“ - აღნიშნა ნაზი ქობულაძემ.
მისივე თქმით მოსახლეობასთან გამართული ყოველი შეხვედრა ცხადყობს იმას, რომ ქრისტიან-დემოკრატიული საქართველო და ის პროგრამები რაზეც ქდმ საუბრობს ნამდვილად სჭირდება ქართველ ხალხს.
„ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის აჭარის ორგანიზაცია წინასაარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში მართავს.
მასალის გამოყენების პირობები