ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - ლატვიას" საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ცესკო-ში განმარტეს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - ლატვიას" მიზანი კორუფციასთაბ ბრძოლაა და მისი პრიორიტეტი არჩევნების მონიტორინგი არ არის.
ამავე სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის 8 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გაატარა რეგისტრაციაში; ესენი არიან: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე", „თავისუფალი არჩევანი", „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტი" და „ეკონომიკურ დანაშაულთან, კორუფციასთან და კონტრაბანდასთან ბრძოლის კავშირი".
ცესკომ ასევე დაარეგისტრირა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია - „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI).
მასალის გამოყენების პირობები