აშშ-ის სამხედრო უწყებამ წყნარი ოკეანის თავზე ახალი თვითმფრინავის გამოცდა ჩაატარა, რომლის სიჩქარე ბგერის სიჩქარეს ექვსჯერ უნდა აღემატებოდეს.
მფრინავი აპარატი, რომლის სამუშაო სახელწოდებაა Waverider, ბომბდამშენი B-52-იდან გაუშვეს.
ზებგერითი თვითმფრინავის სიჩქარე საათში 6900 კმ იქნება. ამ თვითმფრინავს ლოდონიდან ნიუ-იორკამდე მანძილის დაფარვა ერთ საათში შეეძლება.
ამ გამოცდის მთავარი მიზანი ზესწრაფი საბრძოლო რაკეტების შემუშავებააა. აშშ-ის თავდავის უწყება გამოცდის შედეგებს ჯერ-ჯერობით არ ახმაურებს.
2011 წელს ჩატარებული გამოცდისას თვითმრინავმა ბგერის ხუთმაგი სიჩქარე განავითარა და დაგეგმილ პარამეტრებს ვერ მიუახლოვდა.
მასალის გამოყენების პირობები