აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთისა და ჩინეთის მხადაჭერის გარეშეც მოძებნიან შესაძლებლობას თავიდან მოიშორონ სირიის ლიდერი ბაშარ ასადი. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ პანტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სირიაში კრიზისის დაძლევას. მაგრამ ამისათვის საჭიროა რეალური მოქმედება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი და ჩინეთი შეიცვლიან საკუთარ პოზიციებს და დაგვეხმარებიან ჩვენ. მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მე მჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობს შეუძლია შესაბამისი ზეწოლა განახორციელოს სირიის რეჟიმზე", - განაცხადა პანეტამ.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სანას" ინფორმაციით, ალეპოში მიმდინარე ბრძოლებისას "ათობით ტერორისტია განადგურებული".
უნდა აღინიშნოს, რომ სირიელ ამბოხებულებს შეუერდნეენ ლიბილელი გენერლები მეჰდი ალ-ხარისი და ჰუსამა ნაჯარა, რომლებმაც აქტიული მოონაწილეობა მიიღეს მუამარ კადაფის დამხობაში.