ვენის სადაზღვევო ჯგუფის 50 კომპანიის თანამშრომლების შვილებმა 25 ქვეყნიდან აგვისტოს ორი კვირა გაატარეს ავსტრიის საზაფხულო ბანაკებში. 500-მა ბავშვმა, მათ შორის 17-მა საქართველოდან, მონაწილეობა მიიღო სპეციალურად მათთვის შემუშავებულ გასართობ და შემეცნებით პროგრამაში.
პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლების ბავშვებსაც მიეცათ საშუალება, გამგზავრებულიყვნენ საზაფხულო ბანაკში ავსტრიაში. გართობის გარდა, მსგავსი ღონისძიებები შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს, გაიცნონ თანატოლები სხვადასხვა ქვეყნიდან, გაიგონ მეტი განსხვავებული კულტურის შესახებ. ჩვენი კომპანიის თვალთახედვა სრულიად ემთხვევა ვენის სადაზღვევო ჯგუფის პრინციპებსა და ღირებულებებს - პატივი ვცეთ მრავალფეროვნებას, განსხვავებულ კულტურას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. "
2012 წელი ევროპაში გამოცხადებულია "თაობებს შორის სოლიდარობის" წლად. ამ იდეის ფარგლებში ბავშვები ავსტრიის რამდენიმე მოხუცებულთა სახლს ეწვივნენ.
გუნტერ გეიერ, ვენის სადაზღვევო ჯგუფის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე: "ბაშვებმა მართლაც ისიამოვნეს ჩვენი გასართობი პროგრამით და ორი დაუვიწყარი კვირა გაატარეს ავსტრიაში. ამავდროულად, გვინდოდა ბავშვებს გასჩენოდათ სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება, პატივისცემისა და სოლიდაობის გრძობა უფროსი თაობის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურობდა ჩვენი ვიზიტები მოხუცებულთა სახლებში."
საზაფხულო ბანაკი თანამშრომელთა შვილებისთვის ტრადიციად იქცა ვენის სადაზღვევო ჯგუფისთვის. ბანაკი უკვე მესამედ იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ ბავშვები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, სადაც წარმოდგენილია ვენის სადაზღვევო ჯგუფი. მეტი ინფორმაცია: www.vigkidscamp.com