თბილისი.14.08.12."ჯი-ეიჩ-ენი". დღეს, 14 აგვისტოს, მარიამობის მარხვა დაიწყო. მარხვა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება.
მარიამობის მარხვა მძიმეა. თევზით ხსნილი მხოლოდ ფერიცვალებას, 19 აგვისტოსაა. თავისი მნიშვნელობით იგი საშობაო და პეტრე-პავლობის მარხვაზე აღმატებულია.
დღესვე ჩატარდა წყალკურთხევის (მცირე აიაზმა) ცერემონიალიც.