რამდენიმე დღეში იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება - ახალი უმშვენიერესი ქალაქის ლაზიკას მშენებლობა, - მის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში განაცხადა, რომელსაც ოლიმპიელებთან ერთად დღეს საღამოს სტუმრობდა .
მისი თქმით, ლაზიკა იქნება ფოთის გაგრძელება - მთავარი ეკონომიკური ცენტრი გარშემო მყოფი ადგილებისთვის;
"საინჟინრო თვალსაზრისით, აქ აშენდება ყველაზე გამართული ქართული პორტი... დარწმუნებული ვარ, ეს ქალაქი გახდება ქართული სიამაყე და ანდამატივით მიიზიდავს ყველას, მათ შორის მათ, ვინც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობს. ლაზიკას იდეა - ეს არის საქართველოს იდეა, საქართველოს ერთიანობისა და აღმშენებლობის იდეა", - განაცხადა პრეზიდენტმა.