საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობაზედაც იღებს პასუხისმგებლობას. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 27 იანვარს დაამტკიცა.
უფრო კონკრეტულად, ცენტრალური ხელისუფლება სეპარატისტებს "გამყოფ ხაზებს შორის მცხოვრებთათვის დასაქმების შესაძლებლობების ხელშემწყობი გზების მოძიებას" სთავაზობს.
დოკუმენტისმიხედვით, საქართველოს ხელისუფლება "აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების" წინადადებითაც გამოდის. კერძოდ, მზადაა, "გზების, წყლის, სატელეკომუნიკაციო და სხვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია" მოახდინოს.
ამასთან, სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი "გაყოფილი ტერიტორიების დასაკავშირებლად ავტოტრანსპორტის რეგულარული მიმოსვლის აღდგენაში" მდგომარეობს.