ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და ამ თვალსაზრისით, ჩვენი ორი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.
კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის.
„უღრმესი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, უღრმესი მადლობა მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ არჩევნებში გამარჯვების მოლოცვისთვის. ნამდვილად ასეა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და ამ თვალსაზრისით ჩვენი ორი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თქვენ ხართ გამორჩეული ლიდერი, მისაბაძი. სამაგალითო ის, თუ როგორ ზრუნავთ თქვენ აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. აქედან გამომდინარე, თქვენთან სტუმრობა არის განსაკუთრებული პატივი ჩვენთვის და პირადად ჩემთვის“, - განაცხადა კობახიძემ.