პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი ახობაძეს გარდაცვლილ დედასთან დამშვიდობების საშუალება მისცეს. ინფორმაციას მისი და, მანანა ახობაძე ავრცელებს.
"დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას, გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა" - წერს მანანა ახობაძე.
გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.