სამშაბათს, დილიდან დასავლურ სამყაროზე ახალი მზე ამობრწყინდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანი გულისხმობს 20 იანვარს, როდესაც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ორბანის ეს პოზიცა უნგრეთის მთავრობის საერთაშორისო პრესსპიკერმა ზოლტან კოვაჩსიმ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორბანმა თქვა, რომ დონალდ ტრამპმს 2020 წლის არჩევნები გაყალბების გზით მოჰპარეს. მისივე თქმით, ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა.
ორბანმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის დემოკრატიული პარტია და მათ "მწარე, რთულ და მტკივნეულ მარცხს" გარდამტეხი მომენტი უწოდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა კონტრასტს რესპუბლიკუ ნაციონალიზმსა და დემოკრატიულ გლობალიზმს შორის, რომელიც როგორც თავად ამბობს, "სოროსის ქსელის" გავლით მოქმედებს.
ორბანმა გააკრიტიკა "დემოკრატები ეკონომიკური ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისთვის, მასობრივი მიგრაციისა და გენდერული სიგიჟის ხელშეწყობისთვის და კონფლიქტის გზით თავიანთი მიზნების განხორციელებისთვის, როგორც ეს, მისი თქმით, უკრაინის ომში ჩანს".