უკრაინელმა ნაციონალისტებმა რესტორანი "მაკდონალდსი" აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. კიევის ცენტრში მდებარე "მაკდონალდსის" რესტორანში უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის წევრი ელენა ბელოზერსკაია იმყოფებოდა, როდესაც რესტორანის ცენტრში მდებარე დიდ ეკრანზე სადაც კლიპები და რეკლამები გადის, მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებზეც ინფორმაციასაც უშვებენ. მათ რიცხვში სეპარატისრული აფხაზეთიც გაჩნდა, რამაც ბელოზერსკაიას აღშფოთება გამოიწვია.
"არ გაგეცინოთ მეგობრებო მაგრამ ეს ასეა. ვზივარ მაიდაისა და სოფიევკოეს კუთხეში მდებარე "მაკდონალდსში", იქვეა ეკრანი. მუსიკალურ კლიპებს შორის აჩვენებენ სხვა და სხვა საინტერესო ინფორმაციას მსოფლიოს ქვეყნებსა და ცხოველების შესახებ. ვხედავ: აფხაზეთი: დედაქალაქი -სოხუმი, ვალიუტა: რუსული რუბლი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ავტონომიების სუვერენიტეტი რუსეთის გარდა ნიკარაგუამ, ვენესუელამ და რესპუბლიკა ნაურუმ აღიარა _ სულ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის სანაცვლოდ, სხვებმა კი სამხედრო დახმარების სანაცვლოდ. საინტერესოა რამდენი მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს კიევის "მაკდონალდს" იმისათვის, რომ ეკრანზე ეს სურათი გაეშვა",_აცხადებს ელენა ბელოზერსკაია და დასძენს, რომ კიდევ ერთი რამ რამაც მისი გაკვირვება გამოიწვია არის ის, რომ ეკრანზე გამოტანილ ჩამონათვალში აფხაზეთის ოფიციალურ ენად ინგლისური იყო მითითებული და არა რუსული.
"რატომღაც აფხაზების ოფიციალურ ენაში ინგლისური ეწერა და არა რუსული",_ აცხადებს ბელოზერსკაია და ასეთ დასკვნას აკეთებს: "ცხადი ხდება, რომ გაზი საექპორტოდ რუსეთში მართლაც თავდება და კრემლი ექსპანსიის სხვა მეთოდების ძებნას იწყებს. ვინ გააკეთა ვიდეორგოლი მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნები შესახებ და როგორ მოხვდა ის "მაკდონალდში"? ალბათ ვიღაცას გადაუხადეს, მართალია იმდენი არა რამდენიც ნაურუს. იმედი ვიქონიოთ, რომ ინფორმაცია გავრცელდება და ეს ვიდეორგოლი ეკრანიდან გაქრება",_ აცხადებს ელენა ბელოზერსკაია.