საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდებარე ისტორიულ ძეგლებს რეაბილიტაცია ჩაუტაროს.
სეპარატისტული რეჟიმებისთვის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული შესაბამისი წინადადება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაშია დაფიქსირებული, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინ დაამტკიცა.
მეტიც, ოფიციალური თბილისი მზადაა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციისა და მათი შენარჩუნებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის UNEშჩO-ს მხარდაჭერაც მოიპოვოს.