ხვალ 28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანაცვის სამინისტროს და დარგის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტმა ნიკა გილაურმა მიაწოდა.
მისი განმარტეით, მედიკოსებთან შეხვედრაზე სამინისტროს თანამშრომლებისა და მედიკოსებთან შეხვედრაზე ყველა იმ მიმართულებაზე იქნება საუბარი, რა კუთხითაც ამ სფეროში მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ღონისძიებებს გაატარებს.
სადაზღვევო რეფორმაზე პრემიეერ მინისტრმა თავად გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ მომავალში დაზღვეული ყველა პირი დაზღვევის განსხვავებულ და ახალ პაკეტს მიიღებს.
"ახალ პაკეტი გარკვეული რაოდენობის მედიკამენტების ღირებულების თანადაფინანსებას შეხება, რაც აქამდე სადაზღვევო პაკეტებში გათვალისწინებული არ იყო" - განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ ახალი სააზღვევო პაკეტი 3 წლიანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ჯანაცვის სამინისტოსა და ამ სფეროს წარმომადგენლებთან ხვლისთვის გადედმილ შეხვედრას ნიკა გილაურიც დაესწრება.