კიევში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში გადაყვანილია 9 დაჭრილი, კიდევ 6 დაშავებულს დახმარება ადგილზე გაუწიეს, მათ შორის ოთხი თვის ბავშვია.
ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
„მედიკოსების ინფორმაციით, გოლოსეევის რაიონში, ქუჩაში და სუპერმარკეტში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ასევე, ახლახან საავადმყოფოში გარდაიცვალა ქალი, რომელიც იმ 10 ჰოსპიტალიზებულ დაჭრილს შორის იყო, რომლებიც მსროლელმა დაჭრა. მისი ვინაობა ჯერ დგინდება. ქალი დაახლოებით 30 წლის იყო. შესაბამისად, სროლის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა,“ - განაცხადა კლიჩკომ.
ამასთან, ბინაში, სადაც თავდამსხმელი იყო რეგისტრირებული, ხანძარი გაჩნდა.
თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. გავრცეკებული ცნობით, მსროლელი მოსკოვში დაბადებული, უკრაინის მოქალაქე 58 წლის დმიტრი ვასილჩენკოვია.