უკრაინული მედიის ცნობით, კიევის გოლოსეევსკის რაიონში უცნობმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა — არიან დაღუპულები და დაშავებულები. პ
პოლიციის ცნობით, იცნობმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიცია ატარებს სპეციალურ ოპერაციას დამნაშავის დასაკავებლად.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ექიმების ინფორმაციით, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
მისივე ცნობით, უკერაინის დედაქალაქის საავადმყოფოებში გადაყვანილია ხუთი დაშავებული.
მათ შორის არის ერთი ბავშვი და ასევე სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი, სადაც შეიარაღებული პირი შეიჭრა და სადაც ის ამჟამად იმყოფება.
დამნაშავის დაკავების ოპერაცია გრძელდება.