"მიეცით დიუშენით დაავადებულ ბავშვებს წამალი" - ფილარმონიიდან პარლამენტამდე მარში მიმდინარეობს.
მარშის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს. აქციაზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის კახა წიქარიშვილის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები 20 აპრილიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ აქციას დაიწყებენ.