დღეს, 27 იანვარს, სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება.
სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიას განიხილავს, რომელიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა.
შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის ძირითადი დებულება ისაა, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა დანარჩენ საქართველოში მაცხოვრებლებთან დაახლოებას გულისხმობს.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილს იმედის აქვს, რომ მთავრობა დოკუმენტს მოიწონებს.
მინისტრთა კაბინეტის სხდომა 11:30 საათზე დაიწყება.