დღეს, 25 ივნისს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის წინ მსახიობ მარლენ ეგუტიას ვარსკვლავი გაიხსნება.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება სამუელ ბეკეტის მიხედვით „კრეპის უკანსაკნელი ფირი" (მონო სპექტაკლი) რეჟისორი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი, ასევე სცენა სპექტაკლიდან „დეკამერონი" რეჟისორი ლევან წულაძე.
მარლენ ეგუტია ქართული თეატრის სცენაზე 45 წელია მოღვაწეობს. საქართველოს დამსახურებული არტისტი 1979წ. მარჯანიშვილის თეატრში ნათამაშები როლები: ოიდიპოს მეფე; საქართველოს უკანასკნელი დედოფალი - ყორღანაშვილი, რუსი მღვდელი; ქაქუცა ჩოლოყაშვილი - კალე; შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე - მთხრობელი; შთამომავლობა - დარიალოვი; ჰაკი აძბა - მელენტი კანკია, მილიციის უფროსი.
ვარსკვალივის გახსნას და შემოქმედებით საღამოს მას ქართული თეატრის მოღვაწეები მიულოცავენ.
მარლენ ეგუტია დაიბადა თბილისში 1937 წლის 29 ოქტომბერს. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. 1968 წელს დაამთავრა შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1967-70 წ.წ. მუშაობდა რუსთაველის თეატრში. 1970 წლიდან კი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979).