ხვალ, 1-ელ ივნისს, ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" დაარსებიდან 7 წელი უსრულდება. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" 2005 წლის 1-ელ ივნისს დაიწყო მუშაობა. 7 წლის განმავლობაში სააგენტომ მედიაბაზარზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელის დამკვიდრება შეძლო.
სააგენტოს ხელმძღვანელობა ყველა თანამშრომელს ულოცავს ამ დღეს და მადლობას უხდის მკითხველსა და პარტნიორებს აღიარებისა და ერთგულებისთვის.
"ჯი-ეიჩ-ენი" "წლის ადამიანებისა და კომპანიების" გამოკითხვისა და "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიალის ინიციატორი და ორგანიზატორია.
2008 წლის სექტემბერში ბულგარეთში გამართულ შავი ზღვის ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის მეორე ასამბლეაზე /BSENNA/ "ჯი-ეიჩ-ენი" ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
2010 წლის 4 მარტიდან "ჯი-ეიჩ-ენი" შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსის თავმჯდომარე გახდა, ხოლო პრეზიდენტად ალიანსმა საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი გოჩა მირცხულავა აირჩია.
"ჯი-ეიჩ-ენის" პარტნიორები არიან შემდეგი ნაციონალური სააგენტოები: АNА" (საბერძნეთი), "ANADOLU AGANSI" (თურქეთი), "არმენპრესი" (სომხეთი), "АТА" (ალბანეთი), "აზერტადჯი" (აზერბაიჯანი), "BTA" (ბულგარეთი), "იტარ-ტასი"(რუსეთი), "მოლდპრესი" (მოლდოვა), "აგერპრესი" (რუმინეთი), "ტანიუგი" (სერბეთი) და "უკრინფორმი" (უკრაინა), "HINA" (ხორვატია), "МIА" (მაკედონია).
1-ელ ივნისს დაბადების დღეს აღნიშნავს ასევე არაერთი საინფორმაციო საშუალება. "ჯი-ეიჩ-ენი" ულოცავს ყველა მათგანს და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.