ერაყის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვმა 16 ადამიანს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს. ამას გარდა, დაჭრილია 14 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით ბაღდადის სამხრეთსა და აღმოსავლეთში ერთი საათის განმავლობაში ხუთი აფეთქება მოხდა.